ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დღეს, 13 დეკემბერს, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიებმა განიხილეს.
საკრებულოს წევრები მიიჩნევენ, რომ მერიამ 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ მათი შენიშვნები (სულ 19 შენიშვნა) სრულყოფილად არ გაითვალისწინა.
დეპუტატები გივი თავზარაშვილი და იუზა კელენჯერიძე ამბობენ, რომ მერიამ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის განსაზღვრული თანხა 10 ათასი ლარიდან 50 ათას ლარამდე, მათი მოთხოვნის მიუხედავად, არ გაზარდა.
„ჩვენს სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს, – აღნიშნა „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე გივი თავზარაშვილმა, – მერია გვეუბნება, რომ ფინანსთა სამინისტრო სოფლის მეურნეობის დაფინანსების უფლებას არ აძლევს. დეცენტრალიზაცია თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაა. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის გაცემული თანხა მეტ დასაქმებულს და ძლიერ სოფელს ნიშნავს. მიმაჩნია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2% ფერმერული მეურნეობების გაძლიერებაზე უნდა დაიხარჯოს.“
ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარეს იუზა კელენჯერიძეს ათი ათასი ლარი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არასაკმარისად მიაჩნია. ის აბობს, რომ ხარაგაულში ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ეს დარგი პრიორიტეტული უნდა იყოს – განსაკუთრებით მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება.
გივი თავზარაშვილმა ბიუჯეტის პროექტის მერიისთვის დაბრუნება მოითხოვა. მის მიერ დასმულ ამ წინადადებას მწვავე დებატები მოჰყვა. გივი თავზარაშვილის მოსაზრებას საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი არ დაეთანხმა, რადგან ბიუჯეტის პროექტის განხილვა 14 დეკემბრის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში უკვე შესულია.
ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოსგან გამოთქმულ შენიშვნებსა და მერიისგან ამ შენიშვნების გათვალისწინებით მომზადებული ბიუჯეტის პროექტს კენჭი მუხლობრივად უყარა. კომისიების წევრთა უმრავლესობამ პროექტს მხარი იმ მოტივით დაუჭირა, რომ ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი შემოსავლების მიღების შემთხვევაში თანხები სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ მიიმართება. ამ პოზიციაზე წერილობით თანხმობას დეპუტატები მერიისგან ხვალინდელ სხდომაზე ითხოვენ.
ვარლამ ჭიპაშვილმა მოითხოვა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მერიისთვის გამოგზავნილი დოკუმენტის ასლი იმის გასარკვევად, ნამდვილად გვპირდება თუ არა ფონდი ხარაგაულის სკვერებსა და პარკებში ატრაქციონების დამონტაჟებას. ის მერიისგან ასევე ითხოვს ფინანსთა სამინისტროდან მიღებულ წერილობით თანხმობას მიზნობრივი ტრანსფერის გაზრდის თაობაზე.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტს ხვალ, 14 დეკემბერს, საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე დასამტკიცებლად განიხილავს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი