ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები 18 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბამდე გაგრძელდება.

მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, 18 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ხარაგაულის საბავშვო ბაღებში საახალწლო ზეიმები გაიმართება.

18 დეკემბერს მუზეუმში ხარაგაულელი მოსწავლეები საახალწლო ხელნაკეთ ნივთებს დაამზადებენ.
19 დეკემბერს მოეწყობა კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საანგარიშო-საახალწლო ღონისძიება.
24 დეკემბერს ხარაგაულის თოჯინების თეატრი ვაშლევის სკოლაში გამართავს სპექტაკლს „აბა, თაგუნებო!“
25 დეკემბერს ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში კონცერტი ჩატარდება.
26 დეკემბერს საახალწლო კონცერტზე კინოთეატრში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი გვეპატიჟება.
28 დეკემბერს გაიმართება კონკურსის – „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ფინალი.
30 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ ჩატარდება ღონისძიება „სტუმრად ზღაპრების გმირები.“
31 დეკემბერს 15:00 საათზე, კინოთეატრში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის კონცერტი გაიმართება; 19:00 საათზე იგეგმება საახალწლო ღონისძიება ღია ცის ქვეშ.

ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, ხარაგაულის კინოთეატრში შედგება საბავშვო სპექტაკლის „ინდაური ინდიკოს თავგადასავალი“ პრემიერა.