

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარე, თორნიკე ავალიშვილმა ინფორმაცია #48.24 ვანის საარჩევნო უბანში მომხდარ ფაქტზე მოგვაწოდა.
მისი ინფორმაციით, კომისიის წევრებმა, რომლებსაც ამომრჩევლებთან გადასატანი საარჩევნო ყუთი მიჰქონდათ, არაუფლებამოსილი პირი გაიყოლეს და გადასატან ყუთთან ერთად ოჯახებში მიიყვანეს.
ეს ამ უბანზე დაწერილი მეორე საჩივარია. პირველი საჩივარი უბანზე ბიულეტენების რაოდენობას ეხებოდა.
#48.24 ვანის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე რომან ტაბატაძე განმარტავს, რომ კომისიის წევრებმა მანქანა გზად შემხვედრ თანასოფლელს გაუჩერეს.
„როგორც კი ეს ამბავი შევიტყვეთ, კომისიის წევრებს დავუკავშირდი და ის პიროვნება მანქანიდან ჩამოსვეს. ეს მანამდე მოხდა, სანამ გადასატანი საარჩევნო ყუთით ამომრჩევლამდე მივიდოდნენ,“ – ამბობს რომან ტაბატაძე.
აღნიშნულზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა #48.24 ვანის საარჩევნო უბანზე საჩივარი დაწერა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,