

„ჩვენი მთავარი მიზანია არჩევნების თავისუფალ, სამართლიან, მშვიდ გარემოში უზრუნველყოფა.
აქეთ იქნება მიმართული მთელი ჩვენი ყურადღება ხვალაც და არჩევნების დღესაც,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს.
„მთლიანობაში, გარემო, ხედავთ რომ არის მშვიდი, თავისუფალი და სამართლიანი. რა თქმა უნდა, არის ინდივიდუალური გადაცდომები. თუმცა მთლიანობაში ეს არ აისახება სურათზე. არჩევნების ჩატარება იქნება უზრუნველყოფილი სამართლიან და თავისუფალ გარემოში. ამას დავამტკიცებთ ჩვენ, მათ შორის, არჩევნების დღესაც,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს აგრესიული გარემოს შექმნას.
„ყოველდღიურ რეჟიმში ისინი ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას, ხშირად საუბრობენ რევოლუციურ სცენარზე. ამაზე საუბრობდა სააკაშვილი, ვაშაძე, ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერები. იმედია, რომ მათ ეს განზრახვა ბოლომდე გონებაში არ ექნებათ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უზრუნველვყოფთ წესრიგის თავიდან ბოლომდე დაცვას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ რევოლუციური სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება.
„რევოლუციური სცენარი და დესტაბილიზაცია საქართველოში ვერ განხორციელდება. მოვუწოდებთ ყველას, თავი აარიდონ ასეთ პროვოკაციებს. მთავარია, არჩევნების სათანადოდ ჩატარება და აქეთკენ უნდა იყოს მიმართული თითოეული საარჩევნო სუბიექტის, თითოეული პარტიის ყურადღება,“ – განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
დიპლომატებთან შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ესწრებოდნენ.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი