

„სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ისინი აპირებენ რევოლუციას მეორე ტურის შემდეგ. ისინი გვიანონსებენ რევოლუციას საკუთარი პირით და საკუთარი სიტყვებით, ფარული მოსმენა არ არის საჭირო“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„მე მაქვს მოსმენების საფუძველზე ასეთი ინფორმაცია, რუსთავი 2-ს ვუსმენ ხოლმე და პირდაპირ საუბრობენ სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი იმაზე, რომ ისინი აპირებენ რევოლუციას მეორე ტურის შემდეგ. „იმედზეც“ ისმის იგივე, ისინიც აჩვენებენ შკლიაროვს და სააკაშვილს და ვაშაძეს და გვარამიას, ისინი პირდაპირ საუბრობენ რევოლუციაზე“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათ ამ თემაზე საუბარს განსაკუთრებით ბოლო დროს მოუხშირეს, რადგან გაუჩნდათ იმის განცდა, რომ მათთვის ვითარება რთულია.
„ჩვენ ვიცით, ჩვენ რა „ღირებულებებზე“ არის აგებული ზოგადად ეს პოლიტიკური ძალა,ეს არის პოლიტიკური ძალა,რომელსაც არ შეუძლია აგრესიის და ძალადობის გარეშე, მათ ექნებათ მცდელობა, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს მცდელობა იყოს წარუმატებელი და ეს ასეც იქნება“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
(R)
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი