პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ციხეში შესვლის პროცედურებს კიდევ ერთხელ განმარტავს და აცხადებს, რომ უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე კვირა დღეს ციხეში მისი ნებართვით შევიდა.
„ციხეში დეპუტატის შესვლა სპეციალური პროცედურაა. ყველა კითხვას გაეცა პასუხი, ეს ეხება ოპოზიციას და პოზიციას ერთნაირად. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვებმაც ამოიღეს ციხეში შესვლის სტატისტიკა და აღმოჩნდა, შემთხვევების ნახევარში ციხეში შესვლაზე თანხმობა იმავე დღეს არის გაცემული“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, სტატისტიკურად, ოპოზიციის მიმართვიანობა ციხეში შესვლაზე უფრო მეტია, ვიდრე უმრავლესობის.
„შეგიძლიათ კითხოთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათი მიმართვიანობა არის უფრო მეტი, ვიდრე უმრავლესობის შემთხვევაში. ანუ ოპოზიცია უფრო ხშირად მომართავს, ნახევარ შემთხვევებში ეს მოთხოვნები იმავე დღეს კმაყოფილდება და 2/3 შემთხევებში იმავე, ან მომდევნო დღეს. ეს არის სტატისტიკა და აქედან გამომდინარე ოპოზიციის არგუმენტები თითიდან გამოწოვილი იყო. ჯამში, 2 თვის განმავლობაში ისინი ამძიმებდნენ ფონს ამ ხელოვნური თემებით, რომელიც რუსთავი-2-ის მიერ იქმნებოდა. ხელოვნური იყო ყველაფერი, ოქუაშვილი იყო აბსოლუტურად ხელოვნური. ყველამ დაინახა თუ როგორ ჩაიფუშა უცბად ეს სპექტაკლი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი