

ქართულ-ებრაული ურთიერთობების 26 საუკუნოვან იუბილეს ეძღვნება რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის სპექტაკლი „ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს,“ რომელსაც ავტორი იზა ვეფხვაძე საქართველოს იმ რეგიონებში მართავს, სადაც ებრაელები სახლობდნენამ პროექტის ფარგლებში სპექტაკლები უკვე გაიმართა სამტრედიის ქალაქ კულაშში ებრაელთა მუზეუმსა და ქუთაისის ოპერის თეატრში. 27 მარტს სპექტაკლი გაიმართება მცხეთაში, აპრილსა და მაისში კი – მარტვილში, სენაკში, სურამში, ცაგერსა და საჩხერეში. „მას შემდეგ, რაც ხარაგაულის განახლებული კინოთეატრი ექსპლუატაციაში შევა, ეს სპექტაკლი ხარაგაულში გაიმართება, – ამბობს იზა ვეფხვაძე, – დასკვნითი საღამო კი თბილისში ჩატარდება. ამ წარმოდგენის წინასაპრემიერო ჩვენება სამთავრობო კომისიის ებრაული მხარისთვის გაიმართა თბილისის ებრაულ სახლში, სადაც გამოითქვა სურვილი, რომ ეს სპექტაკლი ითარგმნოს რამდენიმე ენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელებისთვის და ასევე გამოიცეს სცენარი წიგნად. ეს უკვე მოხერხდა და სცენარის ვრცელი ვერსია გამოვეცი წიგნად. ახლა მიმდინარეობს ამ წიგნის ხუთ სხვადასხვა ენაზე თარგმნისთვის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება,“ – ამბობს ჩვენთან საუბარში იზა ვეფხვაძე. მისივე ინფორმაციით, ეს პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი