

„ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ონში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ან წევრები, არის ტყუილი“ – განაცხადა ტვ „პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ონში ინცინდეტი ყოფით ნიადაგზე მოხდა და არანაირი შემხებლობა ამას პოლიტიკასთან არ აქვს.
„სამწუხარო ინციდენტი მოხდა, ონში, მთავარია, რომ ეს ადამიანი, რომელსაც ინციდენტის შედეგად ზიანი მიადგა, სწრაფად გამოჯანმრთელდეს. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, ეს არის ტყუილი, რეალურად ინციდენტი ყოფით ნიადაგზე მოხდა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერი რეაგირება მოახდინა. ინციდენტში მონაწილე პირებს შეხება არ აქვთ ქართულ ოცნებასთან. მათ მიმართაც მყისიერად დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, უფრო მეტიც, ისინი დაკავებულები არიან. აუცილებელია, გამოძიება სათანადოდ დასრულდეს და ეს ასეც იქნება“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
(R)
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი