

მეორე დღეა, დაბა ხარაგაულის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრის უფროსის, ტარიელ ავალიშვილის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეზღუდვის მიზეზი ძლიერი წვიმებია.
ტარიელ ავალიშვილი ამბობს, რომ ლეღვნის სათავე ნაგებობაში წყალი იმღვრევა და ამიტომ იძულებულნი არიან, მომხმარებლებს წყალი შეუწყვიტონ.
მისივე ინფორმაციით, ამ საღამოს, 18:30 საათიდან 22:00 საათამდე ხარაგაულის მოსახლეობას ავზებში დარჩენილ წყალს მოაწოდებენ, შემდეგ კი წყალმომარაგება ისევ შეიზღუდება.
„ამინდზე ვართ დამოკიდებული, ცუდი პასუხია, მაგრამ რა ვქნათ. თუ ხვალ მზე გამოვიდა და გამოიდარა, ხარაგაულელებს წყალს მივაწოდებთ,“ – ამბობს ტარიელ ავალიშვილი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,