

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 22 ნოემბერს, გრიპზე უფასო ვაქცინაციის აქცია იმართება.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე გრიპზე უფასო ვაქცინაცია მოქალაქეებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ჩაუტარდებათ.
აცრის მსურველები თბილისში უნდა მიბრძანდეთ:
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი ადმინისტრაციული კორპუსის შენობაში მისამართზე – მ.ასათიანის ქ.N9.
ბათუმში აცრის ჩატარება შეგიძლიათ შემდეგ კლინიკებში:
„საოჯახო მედიცინის ცენტრი“ (მის: ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ.N30);
„ბათუმის N1 პოლიკლინიკა“ (მის: ტბელ აბუსერიძის ქ.N2);
„თამარის დასახლების სამედიცინო ცენტრი” (მის: ტბეთის ქ.N 4);
„ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი“ (მის: ფრიდონ ხალვაშის VII შესახვევი ქ.N3) ;
მე -4 პოლიკლინიკა (მის: გალაქტიონ ტაბიძის ქ.N2);
„მახინჯაურის მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი“ (მის: თამარ მეფის მესამე შესახვევი ქ.N17).
ქუთაისში გრიპზე უფასო ვაქცინაციის მსურველებმა უნდა მიაკითხოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს მისამართზე: ოცხელის ქ.N2.
„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის