

გუნდში უნდა იყოს ის, ვინც კარგად ემსახურება გუნდის ინტერესებს და გუნდის ინტერესები უნდა იყოს მხოლოდ ხალხის სამსახური, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, გუნდში კადრების ცვლას მხოლოდ პროფესიონალიზმი და თავდადებული შრომა განსაზღვრავს.
„ერთგულების ნიშნით ვეღარ მოხდება გუნდში დაწინაურება და ადგილების ხანგრძლივი დაკავება. მხოლოდ პროფესიონალიზმი და თავდადებული შრომა განსაზღვრავს კადრების ცვლას და ამ სისტემას მე შემოვიტან და ვაჩვენებ საზოგადოებას, რომ მთელი გუნდი იქნება ვალდებული და მე გავაკეთებ ამის მობილიზებას, რომ ჩადგეს ხალხის სამსახურში. ამით მე მოვახერხებ, რომ დავარწმუნო საზოგადოება გაყვნენ მათ, ვინც მათ სამსახურშია და გულწრფელად ემსახურება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
(R)
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!