„ის ბზარი, რაც გაჩნდა საზოგადოებაში, რომ ხელისუფლება ცალკეა და საზოგადოება ცალკეა, უნდა გამრთელდეს და გამთლიანდეს“, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ის ქირაობს ხელისუფლებას და ის მას ემსახურება. მისი ყველა გაჭირვება იცის და თუ არ შეუძლია გაკეთება, უთანაგრძნოს მაინც.
„ეს დამოკიდებულება უნდა აღდგეს. მე მრავალჯერ მითქვამს ჩემს სატელევიზიო გამოსვლებში მათ შორის, რომ რთულია დემოკრატიული მეთოდებით მართვა. ეს არ არის იოლი, განსაკუთრებით ისეთ ღარიბ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, მაგრამ ამ მეთოდებზე არასდროს არ უნდა გაუჩნდეს ვინმეს ცდუნება რომ ეს შეიცვალოს. რთულია, ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დაიცვა და ამ დროს ერთ-ერთი ძირითადი უფლება რომ მას ჰქონდეს ღირსეული სამუშაო ადგილი და ღირსეული შემოსავალი ოჯახის, თანხვედრაში ვერ მოდიოდეს. ასეთ შემთხვევაში, ერთადერთი რჩება ხელისუფლებას და სახელმწოფოს, ხელისუფლება სახელმწიფოს მართავს – სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან ძლიერი. მაგრამ ძლიერი უნდა იყოს არა ძალადობასა და შიშზე დაფუძნებით, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, არამედ ხალხის ნდობით. ხალხის მაქსიმალური ნდობა უნდა გაჩნდეს სახელმწიფოს, სახელმწიფო სტრუქტურებს, ხელისუფლებას რომ შეძლოს ასეთ რთულ სიტუაციაში ასეთი დემოკრატიული მეთოდებით სახელმწიფო მართოს „ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ძლიერ სახელმწიფოს საზოგადოების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება.
„ძლიერი სახელმწიფო თუ გნებავთ, ძლიერი მხარდაჭერა უნდა ქონდეს საზოგადოებიდან. ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო. ასეთი გვინდა ჩვენ რომ ავაშენოთ და ამისთვის ვიღწვი მე პირადად, რომ ოდნავი ეჭვის რესურსიც არ გააჩნია ხელისუფლებას, რომ საზოგადოებამ მათ დამოკიდებულებაში ეჭვი შეიტანოს. მაქსიმალური ნდობით აღჭურვილი ხელისუფლება გაამაგრებს სახელმწიფოს, ძლიერი სახელმწიფო სჭირდება იმ გამოწვევებს რაც ჩვენ გაგვაჩნია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავიმარჯვოთ და წავიდეთ წინ და განვითარდეთ და მივიდეთ იქ სადაც ჩვენ გველოდება ჩვენი ოჯახი, ჩვენი ისტორიული მომავალი, განვითარებული ევროპა“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
(R)
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი