

საუბნო საარჩევნო კომისიები საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის მუშაობას 15 ნოემბრიდან შეუდგნენ.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მაყვალა სულაქველიძის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ტრენინგები უტარდებათ.
ტრენინგები 20 ნოემბერს დაიწყო და 25 ნოემბერს დასრულდება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან ხარაგაულში ტრენერი არჩილ ბლიაძე მუშაობს.
„ამომრჩევლებმა, რომლებსაც ხმის მიცემა გადასატანი საარჩევნო ყუთით სურთ, შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს განცხადებით 25 ნოემბრამდე უნდა მიმართონ, – განმარტავს მაყვალა სულაქველიძე, – 22 ნოემბერს საუბნო კომისიებს ამომრჩეველთა სიებს გადაეცათ.
მედიის, პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების პირველი ტურისთვის დარეგისტრირდნენ, განმეორებით რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ. მათ საინფორმაციო ბარათებს მოქმედების ვადა, ცესკოს შესაბამისი განკარგულებით, ავტომატურად გაუგრძელდათ.
არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო სიების ფორმირება 12 ნოემბერს დასრულდა. თუ 12 ნოემბრამდე პიროვნებამ რეგისტრაციის ადგილი შეიცვალა ან ვადაგასული პირადობის მოწმობის ნაცვლად ახალი აიღო, ის ამომრჩეველთა სიაში აუცილებლად იქნება.
27 ნოემბერს საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო კომისიებს საარჩევნო ბიულეტენებს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 საათისა, გადასცემს.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი