სანამ ფერმერთა ნაწილი აზიური ფაროსანასა და სოკოვანი თუ ბაქტერიული დაავადებების გამო, თხილის მოსავლის გაფუჭებაზე ჩივის, ხობის რაიონში, ახალ ხიბულაში მცხოვრებმა მერაბ ნადარიამ მოსავლის დანაკარგის გარეშე აღება მოახერხა. „იგივე მდგომარეობა მქონდა გასულ წელსაც. მეზობლებსაც ვურჩევდი… უნდა დავიცვათ ყველა მიღებული რეკომენდაცია, რაც ეხება შეწამვლითი ღონისძიებების განრიგის, დოზირებას და ა.შ“, – ამბობს ფერმერი.
ნადარაიას თქმით, როცა თხილის კულტურაში სხვა პრობლემებთან ერთად, აზიური ფაროსანას როლი დაინახა, დაიწყო ინფორმაციების მოძიება თუ რა საშუალებებით უნდა ებრძოლა მავნებლის წინააღმდეგ. ,,სპეცისლიტებისგან ბევრი რჩევა მივიღეთ. უმთავრესი რაც გავიგე ის იყო, რომ თუკი გვინდა მავნებლისგან მომავალი ზიანი დროულად შევამციროთ, ამ პროცესში საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა თითოეულმა ფერმერმა უნდა გავიაზროთ“, – განმარტავს იგი.
ნადარაიას მსგავსად, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ფერმერების აქტიურობის მნიშვნელობაზე საუბრობენ სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც. უწყების უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია აცხადებს, რომ იმ ქვეყნებში, რომლებმაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა წარმატებით განახორციელეს, პროცესში ფერმერთა ჩართულობა ძალიან მაღალი იყო.
„სასურველი შედეგისთვის ფერმერთა მსგავსი აქტიურობაა საჭირო ჩვენთანაც. რაც შეეხება მიმდინარე წელს პროცესის შეფასებას, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა,წინა წელთან შედარებით, უფრო მასშტაბური იყო. შედეგად მივიღეთ ის, რომ მავნებლის რაოდენობა შემცირდა და რაც მთავარია, მოხერხდა მისი გეოგრაფიული არეალის ძველ ფარგლებში შენარჩუნება“, – განმარტავს ლიპარტია.
მისი თქმით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგია 2017 წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით და მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა, მის ძირითად მიმართულებებს კი აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი, ქიმიური ღონისძიებები და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა წარმოადგენს.
,,ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში ამოქმედდა მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც შეიქმნა მონაცემების ელექტრონული ბაზა, მონიტორინგის შედეგები აისახა ინტერაქტიულ რუკაზე და ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტების მიხედვით, დაიგეგმა ღონისძიებები. საკოორდინაციო შტაბი შექმნილია ასევე აჭარაში, ჩაქვის მუნიციპალიტეტში…. სახელმწიფოს მიერ მობილიზდა 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა. აღნიშნული რესურსი გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია. მინდვრებსა და გაუვალ ადგილებში ტერიტორიები დამუშავდა 20-მდე ტრაქტორზე ჩასაბმელი შემასხურებელი აგრეგატით“, -აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.
უწყების ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით დამუშავებულია 780 ათასი ჰექტარი ფართობი სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში, 2018 წლის აპრილიდან დღემდე დამუშავებულია 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელი. მონიტორინგის მიზნით კი , მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური, საკარმიდამო ნაკვეთებში დამონტაჟდა მოსაზიდი ფერომონები და მონიტორინგის შედეგების მიხედვით კი შესაბამისი წამლობითი ღონისძიებები დაიგეგმა.
,,აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, მავნებლის სრული განადგურება შეუძლებელია, თუმცა, შესაძლებელია მისი პოპულაციის კონტროლი და მართვა, რაც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას და მოსავლის დანაკარგების მოქცევას 5-15 %-ის ფარგლებში”, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
უწყებაში ამბობენ, რომ მავნებლის პოპულაციის მინიმალურ ზღვარზე დაყვანა მხოლოდ სახელმწიფოსა და ფერმერების ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.
მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი