

ხარაგაულში საღანძილის საუკუნოვან სკოლას საიუბილეო საღამოზე იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ესტუმრნენ.
ელჩმა ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ საღანძილის სკოლამ საქართველოს დამოუკიდებლობასთან ერთად აიღო გეზი და მასთან ერთად აგრძელებს წინსვლას.
„წელიწადნახევარია, რაც საქართველოში ვიმყოფები და ყველაზე დიდი მსგავსება ჩვენს ქვეყნებს შორის სტუმართმოყვარეობაა. ეს თვისება ადამიანების გულიდან მოდის. ქართულ-იაპონური ურთიერთობა შეიძლება დაეყრდნოს სტუმართმოყვარეობას, გადაიზარდოს დიდ მეგობრობაში და მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს,“ – აღნიშნა იაპონიის ელჩმა.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ელჩს საღანძილეში სტუმრობისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.
„მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი სტუმრები, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა, – როდესაც რამაზ ბლუაშვილმა ამ ღონისძიებაზე მომიწვია, ყველაფერი გადავდე, დღეს თქვენს გვერდით რომ ვყოფილიყავი. სოფლის სკოლა უდიდესი სიყვარულის მატარებელია. დღევანდელი ღონისძიების ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, თქვენი გეგმებისა და ოცნებების ახდენას გისურვებთ. დღეს ახალ თაობას განვითარების მეტი შესაძლებლობა აქვს.“
საღანძილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე სკოლის დაარსების ისტორია გვიამბეს, გაიხსენეს სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები და წარმატებული კურსდამთავრებულები. წაიკითხეს ლექსები ხარაგაულზე და თავიანთი შემოქმედება წარმოგვიდგინეს.
ღონისძიებას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში კობა ლურსმანაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული