ახალი ფორმულირების მიხედვით, 2019 წელს მუნიციპალიტეტები მიიღებენ 107 მილიონი ლარით მეტს, ვიდრე მათ ჰქონდათ შემოსავლის, მხარდაჭერისა და დაფინანსების სახით მიმდინარე წელს, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, დეცენტრალიზაციის რეფორმაზე საუბრისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ფისკალური დეცენტრალიზაცია.
როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა იმ ამოცანების გადაწყვეტაში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ყოველდღიურ ცხოვრებას.
„ამისთვის ჩვენი ინიციატივაა ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმი, რომლითაც საქართველო შეუერთდება კიდევ ერთ დიდ ევროპულ დოკუმენტს თვითმმართველობის საკითხებში. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში, რომელსაც განვიხილავთ, გვაქვს პროგრამა, რითაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამარტივდება და გაძლიერდება მოქალაქეების ჩართულობა.
მინდა, გითხრათ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა იმ ამოცანების სრულყოფისთვის, რომელზეც ახლა მე ვისაუბრე, იმისთვის, რომ მოქალაქემ თავად გადაწყვიტოს, როგორ განვითარდეს. როგორ გახადოს უფრო უკეთესი გარემო, რომელშიც მას უწევს ცხოვრება. ეს არის 2019 წლის ბიუჯეტის ხაზგასასმელი სიახლე“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისი თქმით, თვითმმართველობის კომიტეტმა 2019-2022 წლებში რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში
„ასევე მნიშვნელოვანია მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის დივერსიფიკაცია. ამ მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ორმოცდაერთი მილიონი ლარი, რაც თითქმის ოთხჯერ აღემატება წინა წლის ბიუჯეტის მაჩვენებელს. კომიტეტისთვის ცხადია, პრინციპული საკითხია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონის შესრულება“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, 2019 წლის ბიუჯეტში შეტანილია რეკომენდაცია სასკოლო და სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის დამატებითი ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ. როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, სკოლების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 120 მილიონი ლარი.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, რომელმაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წინადადებები სრულფასოვნად გაითვალისწინა.
ზაზა გაბუნიამ ისაუბრა ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. მისი თქმით, ხელშეკრულება გაფორმდა კონტრაქტორთან, რომლის მიხედვითაც სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე სამუშაოები განახლდება.
„ჩვენ იქ მივიღებთ მაღალი დონის კომფორტულ გზას. ამავდროულად,
(R)
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი