

2019 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება – სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მომავალი წლის გეგმებზე საუბრობს.
ნიკა მესხის განმარტებით, ძირითადი სამუშაოები, რაც მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოში ხორციელდებოდა, უცხოელი სპეცილისტების რეკომენდაციით არის გაწერილი და ღონისძიებები მომავალ წელსაც გაგრძელდება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსახლეობას მავნებელთან ბრძოლის შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად მიეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები ამ რეგიონში მავნებლის გავრცელებას არ პროგნოზირებენ.

მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
სინქრონი:
ნიკა მესხი – სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.