ხარაგაულის სპორტულ დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში 9 ნოემბერს „მხიარული სტარტები“ გაიმართა.

შეჯიბრში ხარაგაულის გიმნაზიის, ხევის, ვახანისა და ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდები ჩაერთვნენ.

„მხიარული სტარტების“ ფინალში ერთმანეთს ხევისა და #2 საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. ფინალური შეჯიბრებაში ხევის საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.

2018-2019 სასწავლო წლების სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ხარაგაულში დასრულდა.

რეგიონალური ტურის თამაშები 2019 წლის აპრილში ქუთაიში გაიმართება.

წელს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ხარაგაულში სპორტის ოთხ სახეობაში ჩატარდა.

გეზრბენსა და „მხიარულ სტარტებში“ ხევის სკოლის გუნდებმა გაიმარჯვვეს. კალათბურთის რეგიონულ ტურზე ხარაგაულის #3 სკოლის გოგონათა და ვერტყვიჭალის ვაჟთა გუნდები გაემგზავრება.

მინი ფეხბურთში ვარძიის საჯარო სკოლის გუნდმა, პენალტების სერიით, ბორითის საჯარო სკოლის გუნდთან გაიმარჯვა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალიტი სპორტის საკითხებში უჩა ცხადაძის, ინფორმაციით, რეგიონულ ტურში გამარჯვებულ გუნდების ტრანსპორტირებას მერიის კულტურის სამსახური უზრუნველყოფს. გამარჯვებულ გუნდებს ინვენტარი და ფორმები საჩუქრად გადაეცემათ.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელს, ნუგზარ კაპანაძეს, ვერტყვიჭალის სკოლის გუნდის წარმატების მიზეზად მოსწავლეების შრომისმოყვარეობა მიაჩნია. ნუგზარი მასწავლებელს სურს, რომ ოლიმპიადაზე მსაჯების ობიექტურობას მეტი ყურადღება დაეთმოს, მისი აზრით თუ მსაჯი მიკერძოებულია ბავშვებს სპორტული შეჯიბრის მიმართ ინტერესი უქრებათ.

ხევის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელ მარლენ გრიგალაშვილისთვის სპორტი ცხოვრების აზრია, ამიტომ ბავშვებს ყოველთვის გულმოდგინედ ავარჯიშებს და წარმატებასაც აღწევს. ბატონი მარლენი წუხს, რომ სპორტულ ოლიმპიადას დაფინანსება აკლია.

„70 ლარი დაგვჭირდა, რომ შეჯიბრებისთვის ხარაგაულამდე ჩამოვსულიყავით. ხევიდან ჩამოსული ბავშვი რომ შეჯიბრებაში გაიმარჯვებს ის მხოლოდ სიგელით არ უნდა დააჯილდოვო. ბავშვისთვის ჯილდო მომავალ თამაშებში მოტივაციის მომცემია. საქართველოში სპორტს მეტი დაფინანსება და ყურადღება სჭირდება“ – ამბობს ბატონი მარლენი.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა უკვე მე-4 წელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.

ხარაგაულში ოლიმპიადა მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (უფროსი ირინე ჩხეიძე), საგანმანათლებლო რესურსცენტრის (უფროსი მარინე ვეფხვაძე) და ხარაგაულის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ხელშეწყობით ტარდება.