

კიცხის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ელენე (ეკა) მელქაძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.
ეს სასიხარულო ამბავი მას დღეს დილით, განათლების პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის სხდომაზე სკოლის დირექტორმა თამარ წიწილაშვილმა შეატყობინა.
„ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, – ამბობს ელენე მელქაძე, – ჩემი განწყობა განათლების პროფკავშირის სხდომაზე მყოფმა ხარაგაულის სკოლის მასწავლებლებმა გაიზიარეს. ეს დიდი შრომის შედეგია. წარმატებით გავიარე შიდა და გარე დაკვირვების ეტაპები, ჩავატარე კვლევა. ვინც მოინდომებს, ყველას შეუძლია გახდეს წამყვანი მასწავლებელი.
ეს ტიტული დამატებით ანაზღაურებასაც ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის მთავარია მიღწეული შედეგი. შესაძლოა, მომდევნო ეტაპის, მენტორი მასწავლებლობისთვისაც ვიბრძოლო.“
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ჯერჯერობით ორ მასწავლებელს აქვს. საღანძილის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა ირმა ყრუაშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ავტომატურად მიიღო, რადგან ის ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მფლობელია.
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე
დღეს, 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით