
რუსთავში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა, 31 ოქტომბერს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგების შესახებ საკომუნიკაციო კამპანია დაიწყეს.
ერთკვირიანიანი მედია კამპანია, წარმატების ორ ძირითად თემას ეხმაურება:
3000-ზე მეტმა არასრუწლოვანმა დამნაშავემ, ასაკით 16-21, ისარგებლა განრიდებისა და მედიაციის პროგრამით, რამაც საშუალება მისცა მოზარდებს გამოესწორებინათ საკუთარი დანაშაული და აერიდებინათ სისხლის სამართლის დევნის შესაძლო ნეგატიური მხარეები.
საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში შეიქმნა ბავშვზე მორგებული გარემო და პროცედურები. ასევე, ქალაქ რუსთავის სასამართლოს შენობაში პირველი ბავშვზე მორგებული სივრცის ოფიციალური გახსნა მოეწყო.
აღნიშნული მიღწევები საქართველოში 2015 წელს შემუშავებული, თანამედროვე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შედეგია.
ევროკავშირის მხარდაჭერით, 2010 წლიდან, იუსტიციის სამინისტრომ გაატარა სიღრმისეული რეფორმები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სექტორში, რომლის მიზანს წარმოადგენდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ისეთი თანამედროვე სისტემის შემუშავება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მოემსახურებოდა, შეამცირებდა დანაშაულების რიცხვს, შექმნიდა უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს და სოციალური პროგრამების მეშვეობით დაეხმარებოდა მოზარდებს დაბრუნებოდნენ ცხოვრების სწორ გზას უკეთესი ცხოვრების შესაძლობლობის მისაღებად.
რეფორმები მოიცავდა განრიდებისა და მედიაციის პროგრამების დახვეწას, არასრულწლოვანთათვის პატიმრობის გარემოს გაუმჯობესებას, ბავშვთა უფლებების დავცის მიზნით, მონიტორინგის სისტემების ჩამოყალიბებას და არასრულწლოვნებთან მომუშავე პროფესიონალების შესაბამის გადამზადებას.
რეფორმების ფარგლებში, ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი დახმარებით, საქართველოში შემუშავდა ახალი, თანამედროვე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც 2016 წელს შევიდა ძალაში. ახალ კოდექსში დანერგილია სისხლის სამართლის სისტემაში მყოფ ბავშვებზე მორგებული ახლებური მიდგომა, როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთათვის, ასევე დაზარალებული და დანაშაულის მოწმე ბავშვებისათვის.
კოდექსის ფარგლებში, ასევე განვითარდა განრიდების პროგრამის გამოყენების არეალი და ხარისხი. იგი გავრცელდა მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულებების ყველა კატეგორიაზე. ბავშვების გარდა, განრიდების და მედიაციის პროგრამაში ჩაერთვენ ახალგაზრდა სამართალდამრღვევები (ასაკით 18-21წლამდე).
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმების შედეგად, 2010-2018 წლებში მიღწეული იქნა შემდეგი:
შინაგან საქმეთა სამინისტროში 2018 წლის დასაწყისში, ჩამოყალიბდა ადამიანთა უფლებების ახალი დეპარტამენტი არასრულწლოვანთა მიერ ან მათ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე რეაგირების მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუშაობა დაიწყო არასრულწლოვანთათვის რეფერალური სისტემის შექმნაზე.
სასამათლოს წინა პერიოდში, არასრულწლოვანთა მიმართებაში მოხდა რისკებისა და საჭიროებების შეფასებები, დაკავებისა და დაპატიმრების ალტერნატივები, სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა არასრულწლოვანთა მიმართებაში.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში განხორციელებული რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა ბოლო წლების განმავლობაში. ევროკავშირი აგრძელებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმების მხარდაჭერას გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, ისევე როგორც სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, რომლებიც ხორციელდება იუსტიციის სამინისტროსთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურორებთან, პოლიციასთან, მოსამართლეებთან, იურისტებთან, იურიდიულ კონსულტანტებთან, სოციალურ მუშაკებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ