

4 მარტს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსი დავით მამუკელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებს შეხვდა. დავით მამუკელაშვილის თქმით „კოოპერატივების ინსტიტუტი მსოფლიოს ასამდე ქვეყანაშია განვითარებული. კოოპერატივით შეიძლება სოფლის მეურნეობაში ისეთი შედეგების მიღწევა, რასაც ვერ შეძლებს მხოლოდ ერთი გლეხი. საქართველოს ეკონომიკურ სივრცეს ესაჭიროება ახალი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რომელიც მიიმართება გლეხის საკეთილდღეოდ.“
სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია მოიცავს ყველა საწარმოო-სამეურნეო რგოლს, როგორიცაა პროდუქტის წარმოება, გადამუშავება, შენახვა, დაფასოება და რეალიზაცია.
„დღეს გლეხს ვაჭარი სთავაზობს ფასებს. გლეხს მხოლოდ კოოპერატივი აძლევს შესაძლებლობას, რომ შუალედური რგოლების გარეშე დაუკავშირდეს ბაზრის იმ სეგმენტს, რა სახის პროდუქციასაც აწარმოებს.
საქართველოში შარშან მიიღეს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ.“ 2014 წლის იანვრიდან კოოპერატივის მართვის სააგენტოს შეუძლია გლეხების გაერთიანებისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება. კოოპერატივის შექმნის უფლება აქვს 18 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს. ის უნდა ფლობდეს პაის ანუ კაპიტალდაბანდებას, რომელიც შედის კოოპერატივის საკუთრებაში. კოოპერატივში ბარის პირობებში უნდა გაერთიანდეს მინიმუმ ხუთი წევრი, მაღალმთიან ზონაში – მინიმუმ სამი წევრი. კოოპერატივს გააჩნია მოგების 15%-იანი სარეზერვო ფონდი, რომელიც არის მხოლოდ კოოპერატივის საკუთრება და გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში.
საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ ფართო ლავირების საშუალებას იძლევა. ამ კანონზე დაყრდნობით კოოპერატივების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა წესდება, რომელიც საქართველოში მოქმედ ყველა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს დაეგზავნა. მსურველებს შეუძლიათ მიაკითხონ და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია.“
დავით მამუკელაშვილის თქმით, წესდება შემუშავდა ორი სახის კოოპერატივისთვის – სამეწარმეო და მომსახურეობის ტიპის. სამეწარმეო კოოპერატივში შესული ადამიანები იღებენ ანაზღაურებას და მათი მოგება განისაზღვრება მათი საპაიო შენატანების მიხედვით. მომსახურეობის ტიპის კოოპერატივის ყველა წევრი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და ისინი ერთიანდებიან რაიმე მიზნის მისაღწევად, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ შეძლებს.
კოოპერატივის მოგება განაწილდება იმის მიხედვით, თუ რა ღირებულების პროდუქციას ქმნის ან რა ღირებულების მომსახურეობას უწევს კოოპერატივს ესა თუ ის წევრი.
იმისდამიუხედავად, თუ რამდენპროცენტიანი წილის მფლობელია წევრი კოოპერატივში, კოოპერატივის კრებაზე მას ენიჭება ერთი ხმის უფლება. პაი ორი სახისაა – ძირითადი პაი, რომელიც აძლევს მესაკუთრეს უფლებას, მიიღოს კოოპერატივის მოგებიდან საკუთარი წილი და დამატებითი საპაიო შენატანი, – ისეთი კაპიტალდაბანდება, რომელიც აძლევს კოოპერატივის წევრს შესაძლებლობას, მიიღოს ფიქსირებული დივიდენდი.
კოოპერატივი დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში. ამის შემდეგ კოოპერატივის წარმომადგენელი მიდის კოოპერატივების მართვის სააგენტოში და შემოწმების შედეგად იღებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსს. კოოპერატივი ავტომატურად ექცევა საგადასახადო შეღავათების რეჟიმში. კოოპერატივი არ იხდის მოგების გადასახადს არანაირ ქონებაზე. გარდა ამისა, გადასახადისგან გათავისუფლებულია დივიდენდი და პირველადი წარმოების პროდუქცია. კოოპერატივს შეუძლია გრანტის მიღება და ეს გრანტი არ დაიბეგრება. კოოპერატივისთვის ლიზინგით მიღებული ქონება განთავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან.
დავით მამუკელაშვილის თქმით, საქართველოში კოოპერატივების შესაქმნელად დაინტერესება დიდია.
თამთა გოგოლაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი