რა გვიჩვენა საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა და რას ველოდებით მეორე ტურით, – ამ შეკითხვით ხარაგაულში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს მივმართეთ.
მანანა ბარბაქაძე, „ქართული ოცნება – დემოკრატული საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: -არჩევნების პირველმა ტურმა დაგვანახა ის, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები სასწრაფოდ გადასაწყვეტია. მოსაგვარებელია ინფრასტრუქტურა და სოციალური საკითხები. ბევრი რამ მოსახლეობამდე სწორად არ მიდიოდა. მეორე ტურისგან ველოდები, რომ ადამიანები დაფიქრდებიან, კაცთმოძულე პარტიას მხარს არ დაუჭერენ და დამსახურებულ შედეგს მიიღებენ.
თორნიკე ავალიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: -პირველი ტურიდან მივიღეთ ის, რომ ჩვენი პარტიის მიმართ ნდობა, გასულ წელთან შედარებით, 11%-ით გაიზარდა. ამომრჩეველი მიხვდა, რომ ხელისუფლება დანაპირებს ვერ ასრულებს და „ქართულ ოცნებას“ ზურგი აქცია. მეორე ტურში, დარწმუნებული ვარ, რომ გრიგოლ ვაშაძე არჩევნებს მოიგებს.
ნიკოლოზ მაჭავარიანი, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი: -საქართველოს მოსახლეობა მეხუთე პრეზიდეტს ირჩევს და მეორე ტური საპრეზიდენტო არჩევნებზე აქამდე არ დანიშნულა. ეს პროცესი ამიტომაც არის საინტერესო. არც ერთი კანდიდატი მაღალპროცენტიან გამარჯვებას არ პროგნოზირებდა. დასაფიქრებელია, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა 64% არ მივიდა. ეს ძალიან არ მომწონს. არ შეიძლება ამომრჩევლის ნახევარზე მეტი არჩევნებში არ მონაწილეობდეს. ვფიქრობ, კანდიდატებმა მოსახლეობას ახალი სტრატეგია და ახალი პროგრამა უნდა შესთავაზონ.
იზა ვეფხვაძე, ლიტერატურული თეატრის რეჟისორი: -არჩევნების პირველმა ტურმა საზოგადოების მხრიდან იმედგაცრუება გვიჩვენა. სამწუხაროდ, 6 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მოსახლეობას რადიკალური ცვლილებები ეგრძნო. საზოგადოების დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მივიდა, რადგან ხედავდნენ, რომ დამნაშავეები ისევ თანამდებობებზე დარჩნენ. ამას მძიმე სოციალური ფონი დაემატა. ვფიქრობ, რომ არჩევნების მეორე ტურზე ყველა ის ამომრჩეველი მივა, ვისთვისაც საქართველოს ბედი მნიშვნელოვანია და ხმას მისცემენ სალომე ზურაბიშვილს. აღარ გვინდა დაბრუნება ჯოჯოხეთში, რომელიც გამოვიარეთ.
ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებულოს წევრი: -პირველმა ტურმა გვიჩვენა, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. ხელისუფლებისადმი განაწყენებული ადამიანები დავინახეთ. ვნახეთ, რომ ზეპარტიული პრეზიდენტობის კანდიდატის გამარჯვებას მეტი ძალისხმევა, ხალხის ნდობას კი შენარჩუნება და მეტი შრომა სჭირდება. მეორე ტურისგან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურად დასამარებას და ხალხის ინტერესების დამცველი, ზეპარტიული კანდიდატის არჩევას ველოდები.
ლია გიორგაძე, ექთანი: -არჩევნების პირველმა ტურმა გვიჩვენა, რომ ხალხი აზროვნებს და ქვეყანაში ოპოზიციის არსებობა აუცილებელია. ეს იყო რეალური შედეგი. „ქართულ ოცნებას“ ხალხმა შეცდომები არ აპატია და ეს არჩევნებზე გამოხატა. მეორე ტურისგან ყველაფერ კარგს ველოდები.
გიორგი მაქაძე, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომელი: -პირველი ტურის შედეგები ხელისუფლებისთვის გამოსაფხიზლებელია. მეორე ტურიდან ამომრჩევლის სწორ გადაწყვეტილებას ველოდები.
ეკა შველიძე, საკრებულოს წევრი: -პირველმა ტურმა ჩვენი ხელისუფლების არხეინობა გვიჩვენა, რომ „ყველაფერი კარგად იყო“, ხალხის ხმას ყურს არ უგდებდნენ. ხალხი ბრძენია. საქართველოს ისტორიის მანძილზე ხელისუფლებაში ყოველთვის იყვნენ ორ სკამზე მსხდომი მოღალატეები, რომლებიც მეგობრობდნენ სპარსელებთანაც, თურქებთანაც და რუსებთანაც. ჩვენი ბედნიერება იმაშია, რომ ხალხი ძლიერია და ყველას თავის წილს მიუზღავს. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ხალხისკენ რადიკალურად შემობრუნდება. ხარაგაულელებმა ღირსეული კანდიდატი უნდა ავირჩიოთ, – ისეთი, რომელიც ქვეყნის წინსვლას ხელს შეუწყობს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი