

ხარაგაულში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვთა დღის ცენტრის შესაქმნელად გაიმართა შეხვედრა, რომელშიც შშმ ბავშვთა მხარდაჭერის საზოგადოების დამფუძნებელი მაგდა ყურაშვილი მონაწილეობდა. შშმ ბავშვთა დღის ცენტრი ხარაგაულში საკრებულოს წევრ რუსუდან გურგენიძის ინიციატივით დაფუძნდება. საინფორმაციო შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა გოგსაძე, გამგებლის მოადგილე პაატა გოგოლაძე, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი და დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ინგა მაღრაძე ესწრებოდნენ. გამგებლის მოადგილე პაატა გოგოლაძემ მზადყოფნა გამოხატა იმ ბავშვების დასახმარებლად, ვინც ამას საჭიროებს.
შშმ ბავშვთა დღის ცენტრი უკვე მოქმედებს საჩხერეში. საკრებულოს წევრ რუსუდან გურგენიძის ინფორმაციით, ხარაგაულში არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის 64 ბავშვი. თუმცა ეს ინფორმაცია დასაზუსტებელია. არიან შშმ ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი სტატუსი.
შეხვედრაზე დამსწრე ჟურნალისტ როლანდ ხოჯანაშვილის თქმით, ასეთი ტიპის ორგანიზაცია უნდა შეიქმნას ყველა მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ის სახით: „არაა აუცილებელი, რომ ეს ა(ა)იპ საკრებულომ დააფუძნოს. როდესაც ა(ა)იპი დამოუკიდებელია, უფრო ადვილია საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტი. შშმ ბავშვთა მხარდაჭერის ახალდაფუძნებულ დღის ცენტრებს დასაწყისში ფინანსურად დაეხმარება შშმ ბავშვთა მხარდაჭერის საზოგადოება. საჭიროა გამოიძებნოს შენობა. დასაწყისში მუნიციპალიტეტის მხრიდან საჭიროა გარკვეული ფინანსური და სხვა სახის დახმარება. შემდეგ თვითონ ორგანიზაცია შეძლებს გრანტების მეშვეობით ფუნქციონირებას.“
მაგდა ყურაშვილმა აღნიშნა: „საბოლოოდ, გვინდა ჩამოყალიბდეს არა მარტო დღის ცენტრი, არამედ მასთან ერთად გარკვეული მცირე საწარმო, მეურნეობა.“
მაგდა ყურაშვილის ინფორმაციით, „შშმ ბავშვები დღის ცენტრში შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას. ასეთი ტიპის ცენტრებს ემსახურება მანქანა, შშმ ბავშვების სახლიდან დღის ცენტრამდე ყოველდღიურად გადასაადგილებლად. შშმ ბავშვთა დღის ცენტრი, სავარაუდოდ, მიიღებს ვაუჩერულ დაფინანსებას თითოეულ ბავშვზე 230 ლარის ოდენობით კვების, სახელფასო, სატრანსპორტო და სხვა სახის დანახარჯების დასაფარავად. გადამზადდებიან ცენტრში მომუშავე პირები. თუმცა ვაუჩერის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს.“
პაატა გოგოლაძის თქმით, „მთავარია, ეს ორგანიზაცია იურიდიულად დაფუძნდეს და ნამდვილად არ დავზოგავთ თავს, რისი გაკეთების შესაძლებლობაც გვექნება.“
თამთა გოგოლაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“