

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიამ დღეს, 8 ნოემბერს, შემოდგომის ზეიმზე გვიმასპინძლა.
გიმნაზიის ეზო ერთი დღით შემოდგომის ნობათით აივსო. ეზოს ყველა კუთხეში მოსწავლეებისა და მოსწავლეთა მშობლების მიერ შემოდგომისთვის დამახასიათებელი კერძებით გალამაზებული მაგიდები იდგა. იქვე მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყოთ. ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გოგო-ბიჭები სახელდახელო სცენაზე ერთმანეთს სიმღერასა და ცეკვაში ეჯიბრებოდნენ. გიმნაზიის მომღერალ გოგონათა გუნდმა ღონისძიება საგალობლებითა და ხალხური სიმღერებით გაალამაზა (ხელმძღვანელი თორნიკე ბაკურაძე). მოსწავლეებმა გიმნაზიის დღევანდელობა თეატრალურად წარმოადგინეს.
შემოდგომის ზეიმს მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) ეპარქიის სამღვდელო პირებთან და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერ კახაბერ მახათაძესთან ერთად დაესწრო.
მეუფე მელქისედეკმა გიმნაზიის მოსწავლეებსა და მშობლებს ღონისძიებაში აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მიერ მომზადებული თათარა დააგემოვნა.
„დღეს წმინდა ილია მართლის დაბადების დღეა. მისი მადლი შეეწიოს ხარაგაულის გიმნაზიასა და სრულიად საქართველოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალ თაობას თავისუფალ და მშვიდ საქართველოში ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეს,“- აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა ღონისძიებაზე.



ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული