საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მზადების შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიზანია დამაჯერებელი გამარჯვება და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი კეთდება.
„ჩვენ გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში შეხვედრები. იგეგმება მზადება მეორე ტურისთვის და ყველა ერთად ვნახავთ, თუ რამდენად წარმატებული იქნება ეს სამზადისი. ჩვენი მიზანი გახლავთ მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება და ყველაფერი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად. ყველა რესურსი არის მობილიზებული და, რა თქმა უნდა, ამის შედეგებს იხილავთ თითოეული თქვენგანი. რაც შეეხება ქალბატონი სალომეს უშუალო მონაწილეობას საჯარო შეხვედრებში, ესეც არის დაგეგმილი და, რა თქმა უნდა, ეს იქნება უზრუნველყოფილი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.