

დღეიდან, 4 მარტიდან, დაიწყო იმ პირთა რეგისტრაცია, ვისაც სურთ დირექტორობის სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა. კონკურსში მონაწილეთა ელექტრონული რეგისტრაცია 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის საშუალება ნებისმიერ მსურველს აქვს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მათ შორის იმ პირებსაც, რომლებმაც წინა სერტიფიცირების პროცესი წარუმატებლად დაასრულეს.
სერტიფიცირების მიზანია, კონკურსანტის პროფესიული კომპეტენციებისა და უნარების შეფასება. პროცესი ორეტაპიანია – ტესტირება და გასაუბრება. ტესტირება 29-30 მარტს ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების