

#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის 19 უბნის შედეგებიაცნობილი. ამ უბნებზე, წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ყუთებთან 5 358 ამომრჩეველი მოვიდა.
ამ 19 უბნის მონაცემებით,
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 2 507 ხმა მიიღო,
ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 1 577 ხმა,
ევროპული საქართველოს კანდიდატმა დავით ბაქრაძემ – 689 ხმა.
გრიგოლ ვაშაძე ხარაგაულში ორ საარჩევნო უბანზე ლიდერობს, – კიცხის საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილზე 11 ხმით, ხოლო საქარიქედის საარჩევნო უბანზე 5 ხმით მეტი მიიღო.
#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში ცნობილია შემდეგი 19 უბნის მონაცემები: პატარა ხარაგაულის, ბაზალეთის, მაქათუბნის, მარელისის, დიდვაკის, სარგვეშის, საღანძილის, ვანის, ჯაფარეულის, საქარიქედის, ისლარის, ვარძიის, კიცხის, თეთრაწყაროს, ლეღვანის, ჩხერის, ფარცხნალის, ხუნევისა და გედსამანიის საარჩევნო უბნები.
#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 37 საარჩევნო უბანია. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 19 630 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან არჩევნებზე 11 854 (60.39%) ამომრჩეველი მივიდა.
ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 46.74%-ია.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.