

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიისგან მოპოვებული ინფორმაციით, 10:00 საათისთვის არჩევნებში საკუთარი პოზიცია 1709 ამომრჩეველმა დააფიქსირა.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მაყვალა სულაქველიძის, ინფორმაციით, ეს ხარაგაულის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 8,71%-ია.
სულ ხარაგაულში 19 630 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გასულ წელთან შედარებით, ამომრჩეველთა რაოდენობა შემცირდა. შარშან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 19 726 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 10:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 9, 67%-მა დააფიქსირა, – საარჩევნო ყუთთან 1 907 ამომრჩეველი მივიდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,