ევროპული საქართველოს ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, აკაკი მაჭავარიანმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ უბისაში საარჩევნო უბნის წინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მალხაზი სებისკვერაძე ამომრჩევლებს ფულს ურიგებს.
ეს ამბავი აკაკი მაჭავარიანს უბისიდან ჯაბა სახვაძემ აცნობა. მისივე თქმით, მალხაზ სებისკვერაძესთან ერთად ასევე მანქანაში იმყოფებიან მარინა სებისკვერაძე და ნანა კოპაძე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილისგან მიღებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც უბისაში მანქანასთან მისი წარმომადგენელი მივიდა, მალხაზი სებისკვერაძე საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩევლებს ეუბნება, რომ მათ მოგვიანებით ნახავს.
თორნიკე ავალიშვილი ნადაბურში არსებულ კანონდარღვევაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, მერის წარმომადგენელი ზურაბ შუბითიძე ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენს და ეუბნება, რომ #48 შემოხაზონ.
„ჩემი იმერეთის“ რედაქცია „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მანანა ბარბაქაძეს დაუკავშირდა. ის ამჟამად საქასრიაში, #6 საარჩევნო უბანზე, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, იმყოფება. მანანა ბარბაქაძესთვის უცნობია ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
კანონდარღვევის შესახებ არაფერი იცის „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორმა ხარაგაულში ქეთევან პავლაძემ. ის ამჟამად ჩხერიმელას ხეობის უბნების შემოვლას აწარმოებს და ამბობს, რომ იქ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მაყვალა სულაქველიძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ნადაბურსა და უბისაში მომხდარზე ინფორმაცია, ჯერჯერობით, არც #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის არავის მიუწოდებია.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი