

ექვსი წლის ვადით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს ვირჩევთ.
თითოეულ ჩვენგანს კარგად დაფიქრება და გადაწყვეტილების გააზრებულად მიღება გვმართებს.
მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვიაქტიუროთ და აუცილებლად მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან.
უეჭველად უნდა გამოვიყენოთ კონსტიტუციით მონიჭებული საარჩევნო ხმის უფლება.
ქვეყნის ხვალინდელი დღის განსაზღვრაში თითოეულმა საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ.
ჩვენმა ერთმა ხმამ კი, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშოს ისევე, როგორც
1645 წელს, როცა ერთმა ხმამ ოლივერ კრომველს ინგლისზე კონტროლი მოუტანა.
1646 წელს ერთი ხმა ინგლისის მეფე ჩარლზ I-ს სიკვდილით დასჯად დაუჯდა.
1868 წელს ერთმა ხმამ გადაარჩინა პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი იმპიჩმენტს.
1876 წელს ერთი ხმის უპირატესობით გახდა რეზერფორდ ჰეისი ამერიკის პრეზიდენტი.
1876 წელს ერთმა ხმამ საფრანგეთში მონარქიული წყობა რესპუბლიკურით შეცვალა.
1995 წელს ერთი ხმით მოუგო ირაკლი ბათიაშვილმა ირაკლი მაჭავარიანს ვაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნები.
მივიდეთ არჩევნებზე, გამოვხატოთ საკუთარი ნება!
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი