
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 67 პირია რეგისტრირებული. რა პრობლემებისა და საჭიროებების წინაშე დგანან შშმ პირის ოჯახები ხარაგაულში, როგორ ხდება შშმ სტატუსის მინიჭება და რა შეუძლია სახელმწიფოს შესთავაზოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, – ამ და სხვა საკითხებზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების სოციალურ მუშაკს ციური ჩუბინიძეს ვესაუბრეთ:
-შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების საჭიროება ოჯახის ექიმმა, პედიატრმა ან სოციალურმა მუშაკმა უნდა გამოკვეთოს. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში ოჯახის ექიმი წერს მიმართვას. ამ მიმართვის საფუძველზე ბავშვი სამედიცინო კომისიის შემოწმებას გაივლის. ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობის საბოლოო სტატუსს სამედიცინო კომისია განსაზღვრავს.
გვქონია შემთხვევა, როცა სახელმწიფო მზრუნველობაში ჩართულ ბავშვს ჰქონდა ჯანმრთელობის ისეთი გამოკვეთილი პრობლემები, რომ მას უნდა განსაზღვროდა სტატუსი. ბავშვი გადავამისამართეთ ოჯახის ექიმთან, რომლის მიმართვის საფუძველზე ბავშვს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება. სტატუსის მინიჭება ერთი ვიზიტით არ ხდება, ეს დროში ხანგრძლივი პროცესია. პირი საჭიროებს დაკვირვებას, მით უმეტეს, თუ პირს გონებრივი ჩამორჩენა, აუტისტური სპექტრის აშლილობა ან სხვა სახის ფსიქიკური დარღვევა აღენიშნება.
სტატუსის მინიჭების შემდეგ მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს სოციალური მომსახურების სააგენტოში მოაქვს დოკუმენტი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს პენსია ენიშნება“.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული რამდენიმე მომსახურებით; კერძოდ:
თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის ოჯახი დაინტერესებულია, რომ შვილი ამ პროგრამებში ჩართოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებას უნდა მიმართოს. ამის შემდეგ სოციალური მუშაკი მიდის ოჯახში და ახდენს იდენთიფიცირებას – შეფასებას, რამდენად შესაბამისია ამ ბენეფიციარის ჩართვა იმ კონკრეტულ მომსახურებაში, რომელიც მშობელს სურს.
-ოჯახში ვიზიტის შემდეგ არასრულწლოვანი აღრიცხვაზე აგვყავს და ვარეგისტრირებთ ამა თუ იმ ქვეპროგრამაში ჩართვის მაძიებელთა რეეესტრში, – განმარტავს სოციალურ მუშაკს ციური ჩუბინიძე, – მეურვეობა-მზრუნველობის დეპარტამენტი აგზავნის წერილობით მომართვას, რომ ბენეფიციარმა უნდა ისარგებლოს აღნიშნული პროგრამის მომსახურებით. თუ პროგრამით გათვალისწინებულია, რომ ბენეფიციარმა ისარგებლოს ვაუჩერით, ვაუჩერს ვაძლევთ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი მისთვის სასურველი ქვეპროგრამის მომსახურებაში ირიცხება.
არის შემთხვევები, როცა მშობელი თავს იკავებს შვილისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის მინიჭებაზე. ეს ორი მიზეზით ხდება, – შესაძლოა, თავად მშობლის ნაკლებუნარიანობის გამო ან მენტალური პრობლემაა – რცხვენიათ იმის გაცხადება, რომ მათი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.
ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვატარებთ სათანადო კონსულტაციას მშობელთან. ვუხსნით, რომ მისმა შვილმა არ უნდა დაკარგოს პენსია, რომელიც მას ეკუთვნის, ასევე ისარგებლოს სხვადასხვა პროგრამით. თუ მშობელი, ამის მიუხედავად, უარს ამბობს ბავშვისათვის სტატუსის მინიჭებაზე, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, დაისვას საკითხი მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ ამ კონკრეტულ სფეროში.
წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გახლავთ მშობლის უფლების ჩამორთმევა. მაგალითად, ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა, რომ დედა მიდიოდა საზღვარგარეთ საცხოვრებლად და შვილის თან წაეყვანა სურდა, მაგრამ მამა არ თანხმდებოდა. დედამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი მამისათვის მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ ამ კონკრეტულ სფეროში.
ამ შემთხვევაში მშობელს სასამართლოს მიერ შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება შვილის საზღვარგარეთ წაყვანაზე. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, სარჩელი შეიტანოს თვითონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ გარკვეულ საკითხზე.
ხარაგაულში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახები მრავალნაირი საჭიროების წინაშე დგანან. მუნიციპალიტეტის მხრიდან წინგადადგმული ნაბიჯია, ბორში რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა. სამწუხაროდ, დღის ცენტრში ძალიან ცოტა ბენეფიციარია. სასურველია, მუნიციპალიტეტმა იზრუნოს დღის ცენტრამდე ბავშვების ტრანსპორტირებაზე. კარგი იქნება, თუ მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი ან მასაჟის კაბინეტი გაიხსნება; თუ მათ დამატებითი ფინანსური დახმარება დაენიშნებათ.
თამთა გოგოლაძე
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ