პროექტ „მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის“ ფარგლებში ცხადდება ფოტო-ვიდეო და ესეების კონკურსი „არასრულწლოვანი და დანაშაული“.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლების 9-12 კლასების მოსწავლეებსა და 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს.
კონკურსის მიზანია, წარმოაჩინოს, თუ როგორია ახალგაზრდების თვალით დანახული არასრულწლოვანთა დანაშაული; საზოგადოების, სკოლისა და თანატოლების როლი და ჩართულობა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაში და მისი პრევენცია; თანატოლების თვალით დანახული პრობლემა და მისი გადაჭრის გზები; არსებული მიდგომების გააზრება; რა არის გამოსავალი – დასჯა და საზოგადოებისგან იზოლირება თუ თანადგომა და ხელშეწყობა ცვლილებისათვის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ესე ან ფოტო-ვიდეო მასალა, რომელშიც ასახული იქნება არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გააზრება, დანაშაულის გამომწვევი ან ხელშემწყობი გარემოება, საზოგადოების დამოკიდებულება, რომელიც ხშირად ხდება დანაშაულის ჩადენის მიზეზი. რაში ხედავენ თანატოლები გამოსავალს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებმა 2018 წლის 5 ნოემბრამდე საკონკურსო ნამუშევრები უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე rusudangurgenidze7@gmail.com
საკონკურსო ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ესეს და ფოტო-ვიდეო სიუჟეტის ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონებით – 599 85 26 00 (რუსუდან გურგენიძე), 595 85 17 53 (ინგა მაღრაძე).
კონკურსი ხორციელდება -„სიდასა“ და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულებთ განსაზღვრული პროექტების „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ა/ო „ნაბიჯი ხარაგაული“ და „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი