სალომე ზურაბიშვილის პირველ ტურში გამარჯვების ალბათობა ძალიან მაღალია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, წინასწარი მონაცემების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველ ტურში იგებს.
„მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ წინასწარი მონაცემების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველ ტურში იგებს არჩევნებს. ჩვენ გამოვაქვეყნეთ სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ქალბატონი სალომეს მხარდაჭერა არის 54%.
თუმცა, 54%-იანი მხარდაჭერის პირობებში, ბუნებრივია, არ არის გამორიცხული მეორე ტურის ჩატარება. რაც შეეხება მეორე ტურს, დარწმუნებული ვართ, რა თქმა უნდა, რომ, მეორე ტურში, ყველა შემთხვევაში გაიმარჯვებს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, თუ ეს გახდა საჭირო.
რაც შეეხება პირველ ტურში გამარჯვების ალბათობას, ეს ალბათობა არის ძალიან მაღალი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
(R)
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი