„ყველაფერს გავაკეთებ, თქვენთან ერთად, ოღონდ, მარტო არ დამტოვოთ. ერთად საქართველოსთვის!“, – საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, სპორტის სასახლეში გამართულ შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მხარდამჭერებს მიმართა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მმართველი გუნდის ლიდერებსა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
„მე ვიცი, რომ ზოგიერთი თქვენგანისთვის, ალბათ არ იყო მარტივი სხვა კანდიდატისთვის დაგეჭირათ ასე აქტიურად მხარი, კანდიდატისთვის, რომელიც თქვენი პარტიის წევრი არ იყო, თქვენი პარტიიდან არ იყო გამოსული.
მინდა, არა მხოლოდ მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის, მაგრამ გითხრათ, ამ გადაწყვეტილებით ბატონმა ბიძინამ და თქვენ ამისი შესრულებით, ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგით ქართულ დემოკრატიაში, როცა პარტია მხოლოდ თავისთვის არ ფიქრობს, რომ ყველა ადგილს უნდა დაეუფლოს, ეს იყო ერთ-ერთი ნაბიჯი ამ გზაზე“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ვისაც ქვეყნის გარეთ გააქვს ინფორმაცია დაპირისპირების შესახებ, მტრის საქმეს აკეთებს.
„ვისაც გააქვს გარეთ, რომ ჩვენ ვართ დაყოფილი, რომ ვართ ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებული, ასუსტებს ქვეყანას და ჩვენი მტრის საქმეს აკეთებს ქვეყნის შიგნით. ამას არ დავუშვებთ.
მე ვიქნები გაერთიანებული ქვეყნის პრეზიდენტი, მე ვიქნები გამთლიანებული ქვეყნის პრეზიდენტი, მე ამის პირობას ვერ დავდებ, რადგან არ მიყვარს ტყუილი პირობები. მაგრამ მე ყველანაირად, მთელი ჩემი ძალით და თუ რამისთვის დავბრუნდი და რამისთვის ვარ აქ, არის ის, რომ სანამ კიდევ შემიძლია, სანამ ცოცხალი ვარ, ჩავიდე და ვნახო სოხუმი, შავი ზღვა იქიდან დანახული.
ცხინვალში ვარ ნამყოფი 2006 წელს, ადგილობრივი არჩევნები ჩავატარე ცხინვალში და დღეს ამის საშუალება აღარ გვაქვს. რა მოხდა ამის შემდეგ, ეს არის კითხვები, რომელსაც ყოველთვის ვსვამ და ყოველთვის დავსვამ, რაც უნდა დამაბრალონ. მე მაბრალებენ რაღაც სიტყვებს მხოლოდ იმისთვის, რომ მათ საქმეები არ დავაბრალოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი