

დღეს, 25 ოქტომბერს ხარაგაულის კინოთეატრში ჰოლანდიური ანსამბლ „მერანისა“ (ხელმძღვანელები ქეთევან წიკლაური და ივო ბოსვაიკი) და ხარაგაულის ანსამბლ „კახორის“ (ლოტბარი ალეკო მიქელაძე) კონცერტი გაიმართა.
ანსამბლები მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერებით წარდგნენ.
ანსამბლი „მერანი“ საქართველოში პირველ გასტროლებს მართავს. მათ კონცერტები თბილისსა და მარნეულში გამართეს. ხვალ, 26 ოქტომბერს, ჰოლანდიელები ქუთაისელი მაყურებლის წინაშე ოპერის თეატრში იმღერებენ.
ხარაგაულში გამართული კონცერტის ამსახველ ვიდეორეპორტაჟს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ჰოლანდიაში „მერანის“ შექმნისა და ხარაგაულის ანსაბლ „კახორთან“ მეგობრობის ისტორიას გაზეთ „ჩემი იმერეთის“ 2 ნოემბრის ნომერში გაეცნობით.
გთავაზობთ „მერანისა“ და „კახორის“ შესრულებით ილია ჭავჭავაძის ლექსზე შექმნილ რევაზ ლაღიძის სიმღერას „ჩემო კარგო ქვეყანავ,“ რომელიც კომპოზიტორმა ხარაგაულში დაწერა.

ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე
დღეს, 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით