

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც 26 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, იწვევს საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს: „მაესტრო“, „ობიექტივი“, „პალიტრა NEWS“, „კავკასია“, „იბერია TV“.
ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მინიმალური მედია სტანდარტის დაცვისა და განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ, ტელეკომპანია რუსთავი2-ის მიერ შეფასებული იქნა როგორც მუქარა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის მცდელობა.
სწორედ ამიტომ, პარტიის თავმჯდომარე რუსთავი2-ს 26 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზეც იწვევს, რათა ამ ტელევიზიას მიეცეს საშუალება, ნებისიერ თემაზე დასვას კითხვები და შეასრულოს განსხვავებული აზრის საკუთარ მაყურებლამდე მიტანის ვალდებულება.
ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ უზრუნველყოფს და პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის.
შეხვედრა გაიმართება ტექნო პარკში”
მისამართი: ქ.თბილისი, ინოვაციების ქ.#7
ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც განაგრძობს.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური
დღეს, 22 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის
საქართველოს პროკურატურამ საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი
„საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, პირველი ივნისიდან საგარეუბნო
მარტივდება მსუბუქი ავტომობილისთვის საჭირო B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის
„დაიცავი ილიაუნის“ წევრებმა საქველმოქმედო ონლაინ მარათონის ფარგლებში