

ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ამ წუთებში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში კალათბურთის ტურნირი მიმდინარეობს.
შეჯიბრში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რვა სკოლის გუნდი ჩაერთო. კალათბურთის ტურნირი გოგონებსა და ვაჟებს შორის ტარდება. გამარჯვებული გუნდები ქუთაისში რეგიონულ ტურში იასპარეზებენ.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ხარაგაულში 12 ოქტომბერს გეზრბენით დაიწყო. შეჯიბრებაში გოგონებსა და ვაჟებს შორის ხევის საჯარო სკოლის გუნდებმა გაიმარჯვეს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სპორტის ოთხ სახეობაში (გეზრბენი, კალათბურთი, მინი ფეხბურთი, მხიარული სტარტები) გაიმართება.
პარასკევს, 26 ოქტომბერს, ოლიმპიადის ფარგლებში მინიფეხბურთის ტურნირი ჩატარდება.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა უკვე მე-4 წელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.
ოლიმპიადა მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (უფროსი ირინე ჩხეიძე), საგანმანათლებლო რესურსცენტრის (უფროსი მარინე ვეფხვაძე) და ხარაგაულის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ხელშეწყობით ტარდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,