ხარაგაულში ინტელექტუალური კონკურსის „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ზონალური ტურები დასრულდა. დაბა ხარაგაულის სკოლებს შორის გამარჯვებული ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის გუნდი გახდა. დღევანდელ თამაშში გიმნაზიათან ერთად ხარაგაულის #2, #3, საღანძილისა და ლაშის საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
კონკურსში „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ უკვე გამოვლენილია ზონალური ტურების გამარჯვებულები – ბორის, ვერტვიჭალისა და მოლითის საჯარო სკოლის გუნდები.
კონკურსის ფინალში ზონალურ ტურებში გამარჯვებულ გუნდებთან ერთად საუკეთესო შედეგის მქონე ერთი გუნდი ჩაერთვება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შორის მარელისის საჯარო სკოლის გუნდი 37 ქულით ლიდერობს.
ხარაგაულის გიმნაზიის გუნდის წევრი მარიამ კამკამიძე ფიქრობს, რომ ამ კონკურსით თითოეული მონაწილე თავისი მშობლიური კუთხის ისტორიას შეიცნობს. მარიამის თქმით გიმნაზიის გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი ზეინაბ მასწავლებელს მიუძღვის და უხარია, რომ მას იმედები არ გაუცრუეს.
ხარაგაულის გიმნაზიის ისტორიის პედაგოგის ზეინაბ ბუაჩიძე ამბობს, რომ ეს გამარჯვება ხარაგაულის დიდი სიყვარულის გამოხატულებაა.
„ძალიან მიხარია, რომ ჩემმა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს. ძალიან იყვნენ მოტივირებულები, ბევრი იმუშავეს და საუკეთესო შედეგი აჩვენეს,“ – ამბობს ზეინაბ მასწავლებელი.
კონკურსში მუნიციპალიტეტში მოქმედი ოცდაექვსივე სკოლა ჩაერთო.
კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ხარაგაულის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი), ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის (უფროსი მარინე ვეფხვაძე) და მერიის კულტურის სამსახურის (უფროსი ირინე ჩხეიძე) ორგანიზებით მიმდინარეობს.
კონკურსის ფინალის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი