

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ცენტრის – „პეგასის“ მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო.
მან ისაუბრა იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოში აუტისტური სპექტრისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრების არსებობას.
„ეს არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იმ დარგში, სადაც ჩვენ საკმაოდ ჩამორჩენილები ვართ. ვფიქრობ, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი ასევე საჭიროაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც“,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია რეგიონებშიც. „მე ვიქნები მთლიანად ჩართული, რათა საზოგადოება გახდეს ინკლუზიური. სამოქალაქო საზოგადოების მიერ მათი მხარდაჭერა არის ევროპულობისერთ-ერთი პირველი ნიშანი. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ეს ოჯახები“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი