მსურს, ვიყო იმ საქართველოს პრეზიდენტი, სადაც ყველა მოქალაქე თავს იგრძნობს თანასწორად, როგორც დღეს არის, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, კრწანისი გამორჩეული უბანია, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები თანაცხოვრობენ. „იმედი მაქვს, 28 ოქტომბერს არ დაიზარებთ, მოხვალთ არჩევნებზე და 48 ნომერს შემოხაზავთ, ამაში დარწმუნებული ვარ. ამისთვის, წინასწარ მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ.
მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საკმაოდ რთული წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ჩემ მიმართ იჩენდით. ეს ყველაფერი ერთად გადავიტანეთ, მოვედით დღემდე, მივალთ 28 ოქტომბრამდე და მივალთ იმ ეტაპამდეც, როდესაც ვიქნები თქვენი და ამ ქვეყნის პრეზიდენტი.
კრწანისი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი უბანია, რადგან ის საქართველს სახეა. აქ სხვადასხვა წარმოშობისა და ეროვნების ადამიანები თანაცხოვრობენ, ეს სურათი არ უნდა დავკარგოთ, რადგან ეს არის ჩვენი დიდი ძალა.
ეს მაგალითი შეგვიძლია, ვაჩვენოთ ყველას და პირველ რიგში, ევროპას, სადაც გვსურს შესვლა. შეგვიძლია ძალიან ბევრი რამე ვასწავლოთ ევროპას და პირველ რიგში, სწორედ ის, რაც არის თქვენი ყოველდღიური თანაცხოვრება.
ძალიან ცოტა ადგილი არის დარჩენილი ევროპაში, სადაც იციან თანაცხოვრების ფასი, სხვადასხვა წარმოშობის ადამიანების ერთმანეთისადმი პატივისცემა და ჩვენ ეს გვაქვს, ამით მოვდივართ საუკუნეების განმავლობაში და შეგვიძლია, ამის მაგალითი სხვასაც ვაჩვენოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი