

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ფოთში მხარდამჭერებთან შეხვედრით, რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტი დაასრულა.
„დღეს ვამთავრებ რეგიონებში შეხვედრებს, რომელმაც მიმიყვანა დაახლოებით 63 ქალაქში. ამ შეხვედრებამდე იყო 15 ცენტრი, სადაც ჩვენ ხელმოწერებს ვაგროვებდით. კიდევ იქნება 10 რაიონი თბილისში, სადაც ხვალ და ზეგ შევხვდები მოსახლეობას.
თითქმის 10 000 კილომეტრის და ამდენი შეხვედრის ფარგლებში ვეცადე გამეზიარებინა მოსახლეობისთვის, თუ რა არის ჩემი ხედვა და რისთვის მოვდივარ პრეზიდენტად. ასევე, იმედი მაქვს, რომ ჩემი ხედვები გავრცელდება საზოგადოებაში ძალიან ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად.
ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ჰქონდა ნიკო ნიკოლაძეს, მას ჰქონდა საქართველოსთვის უაღრესად სწორი პროგრამა ყველა კუთხით, რომელიც ეხება ევროპას, თანამედროვეობას, მშვიდობას, განათლებას და ეს ყველაფერი მე გადმოვიტანე ჩემს პროგრამაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
„სინათლე მედიის“ ანგარიშზე მორიგი დონაცია, 1000 ლარი, ჩაირიცხა.
დღეს, 22 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის
საქართველოს პროკურატურამ საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი
„საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, პირველი ივნისიდან საგარეუბნო
მარტივდება მსუბუქი ავტომობილისთვის საჭირო B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის