

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს ბორითში, საქასრიაში, სარგვეშში, მიროწმინდაში, გოლათუბანში, გუდათუბანში, ხევსა და წაქვაში ჩატარდა მოსახლეობის კრებები. კრებას ესწრებოდნენ სოფლის რწმუნებული და დეპუტატი. ხევსა და ბორთში კრებას ასევე ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი.
ბორითში მოსახლეობა კლუბის შენობაში შეიკრიბა. კრების თავმჯდომარედ ბადრი ბარბაქაძე აირჩიეს, მოადგილე – ლელა გორგაძე. ბორითისათვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 17 218 ლარი. ბორითი, კრების თავმჯდომარისა და მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პირობითად დაიყო შვიდ უბნად. თითოეული უბნისათვის, საერთო თანხიდან, დაიხარჯება 1 000 ლარი. მხოლოდ მაჩაიძეების უბანზზე დაიხარჯება 1 500 ლარი. დარჩენილი – 9 718 ლარი კი მოხმარდება ბორითში სარიტუალო დარბაზის მოწყობას. ბორითელი მოსახლეობის მოთხოვნა ძირითადად წყლის შემკრები ავზებისა და გზების შეკეთება იყო.

ხევში მოსახლეობისათვის პრიორიტეტული აღმოჩნდა სარიტუალო დარბაზის აშენება. გასულ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხევის მოსახლეობამ შეიძინა სახლი სარიტუალო დარბაზის მოსაწყობად. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, წელს იმ სახლს დაანგრევენ და ახალ სარიტუალო დარბაზს ააშენებენ. მშენებლობის დროს გამოიყენებენ ძველი სახლის მასალასაც.როგორც ხევში, ბორიითშიც მოსახლეობას მიესალმა მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და სხვა თემებთან ერთად მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ და უკვე გაკეთებულ პროექტებზე ისაუბრა.

დღესვე მოსახლეობის კრება ჩატარდა სოფელ წაქვაში, სადაც მოსახლეობამ პრიორიტეტად სარიტუალო დარბაზის მოწესრიგება მიიჩნია. აქაც გასულ წელს აშენდა სარიტუალო დარბაზი. წელს სოფლისათვის გამოყოფილი თანხით შენობა გადაიხურება.
თამთა გოგოლაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,