

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ახალაგებული სპორტული დარბაზის ბაზაზე ა(ა)იპ „ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალურ ცენტრს“ ქმნის. ცენტრის დირექტორად მალხაზ კუპრაძე დაინიშნება. საკრებულოდან მიღებული ინფორმაციით, სპორტული დარბაზის პირველი სართული მუნიციპალიტეტს გადმოეცა. ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს – იატაკი იცვლება მეორე სართულზე. საკრებულოდან მიღებული ინფორმაციით, მომავალში იგეგმება სპორტსკოლის რეორგანიზაცია და ის „ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალურ ცენტრს“ შეუერთდება.
მალხაზ კუპრაძე სამოქმედო პროგრამას საკრებულოს 4 მარტის სხდომაზე წარუდგენს.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების