

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, მისი დირექტორის, ნინო დიდიძის ინფორმაციით, გარკვეული პრობლემების წინაშე დგას. ამ ეტაპზე აუცილებელია სიგნალიზაციის სისტემის გასაახლებლად 3 ათასი ლარი, აპრილში მოსაწყობი ფოტოგამოფენისთვის – 3 700 ლარი.
საოჯახო ღვინის დეგუსტაცია-კონკურსისთვის მუზეუმს ესაჭიროება 1 500 ლარის ინვენტარი, საგანმანათლებლო და საბავშვო პროექტებისთვის – 1500 ლარი, სკამებისა და კარადებისთვის – 2 ათასი ლარი.
მუზეუმი გეგმავს გასვლით ექსპედიციებს და მოძრავ ფოტოგამოფენებს. ამ პროექტისთვის ესაჭიროებათ ტრანსპორტირების თანხა 3 ათასი ლარი.
ძველი ფოტოფირების გასამჟღავნებელი აპარატისა და სკანერის შესაძენად საჭიროა 1 300 ლარი.
მუზეუმის სრული რეაბილიტაციის პროექტის მოსამზადებლად მუზეუმის დირექტორი 2 ათას ლარს ითხოვს. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუზეუმს ეტაპობრივ დახმარებას დაჰპირდა.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების