„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი უ. ხ-ძე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით სასამართლომ დააჯარიმა.
ინციდენტი გუშინ საღამოს ხარაგაულში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისთან მოხდა.
როგორც პარტიის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი პავლე თავზარაშვილი ამბობს, უ. ხ-ძე „ქართული ოცნების“ ოფისის წარმომადგენლებს გრიგოლ ვაშაძის პლაკატების დაზიანებას აბრალებდა.
პავლე თავზარაშვილის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ხმამაღლა ყვიროდა და უწმაწურ სიტყვებს ამბობდა.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ შტაბიდან პოლიციას აცნობეს, რის შემდეგაც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი ხარაგაულის რაიონულ პოლიციაში დაკითხვაზე წაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოპოვებული ინფორმაციით, უ. ხ-ძე, რომელიც ქუჩაში იდგა და ბილწსიტყვაობდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
„ნაცმოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ უ.ხ-ძემ „ქართული ოცნების“ ოფისის წინ შეკრებილთ მოუწოდა, თავი შეიკავონ გრიგოლ ვაშაძის პლაკატების დაზიანებისგან. თორნიკე ავალიშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერსა და „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი კამათი გაიმართა.
„პოლიციაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა მანანა ბარბაქაძემ დარეკა, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი, – ჩვენი პარტიის მხარდამჭერი რამდენიმე პირის ჩვენების საფუძველზე დააკავეს.
დღეს სასამართლომ მას ადმინისტრაციული ჯარიმა შეუფარდა. თანხა ორშაბათამდე უნდა გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთთთვიანი პატიმრობა ელის.“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი