
ცვლილებების პროექტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით შეზღუდვები იხსნება უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, თუმცა დგინდება გარკვეული პირობები, კერძოდ კი, მოწევა შესაძლებელი იქნება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, რომელთა რაოდენობა 3-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ცვლილებით, თამბაქოს მოწევის დაშვება შესაძლებელი გახდება თეატრალური წარმოდგენის დროს, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით, მსახიობის მიერ როლის შესრულებისას. კანონპროექტის თანახმად, კანონის მე-10 მუხლს ახალი ქვეპუნქტი ემატება, რომლის მიხედვით, საგამონაკლისო წესში მოექცევა სათამაშო აპარატების სალონი, რომლის მოწყობის ნებართვისთვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 ათასი ლარის ოდენობით. აკაკი ზოიძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით კანონში მოქმედი პრინციპები არ იცვლება და ნორმების შემსუბუქების შემოღება არც მომავალში იგეგმება.
„ეს ამ კანონის ბოლო ცვლილებაა, რომელიც გარკვეულ მიდგომებს ამსუბუქებს. მომავალი ცვლილებები იქნება მხოლოდ გამკაცრებაზე მიმართული და ჩვენ ამ კუთხით საზოგადოების მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ