
ხარაგაულში მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ მიმდინარეობს.
მასში მუნიციპალიტეტში მოქმედი ოცდაექვსივე სკოლა ჩაერთო. ამჟამად კონკურსის ზონალური ტურები მიმდინარეობს. უკვე გამოვლენილია ზონალური ტურების სამი გამარჯვებული – ბორის, მოლითისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გუნდები.
დაბა ხარაგაულის სკოლებს შორის გამარჯვებული ორშაბათს, 22 ოქტომბერს, გამოვლინდება.
კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ხარაგაულის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი), ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის (უფროსი მარინე ვეფხვაძე) და მერიის კულტურის სამსახურის (უფროსი ირინე ჩხეიძე) ორგანიზებით მიმდინარეობს.
კონკურსის ფინალის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.
ფოტოზე: ზონალურ ტურში გამარჯვებული ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გუნდი.
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ