

ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა დღეს, 18 ოქტომბერს, ხელი ეთიკის კოდექსს მოაწერეს. ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში დოკუმენტს ხელი ერთდროულად მოეწერა.
ეთიკის კოდექსი რამდენიმე ძირითად ნორმას აერთიანებს, ესენია: კანონის პატივისცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი.
კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები; უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.
ეთიკის კოდექსი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და ამომრჩეველთა მხრიდან ნდობის ამაღლების მიზნით შემუშავდა. პირველად მსგავს დოკუმენტს ხელი 2010 წელს მოეწერა.
ფოტოზე: #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ეთიკის კოდექსს გაეცვნენ და ხელი მოაწერეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,