„ჩემს კომპეტენციაში რაც არის, ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ჩემთან ერთად თქვენც პასუხისმგებლები ხართ, რომ მომავალ თაობას ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანა დავუტოვოთ და ამისთვის უნდა ვიყოთ ერთად საქართველოსთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კასპში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას არსებულ პრობლემების დახმარებას დაჰპირდა და აღუთქვა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში რეგიონების განვითარებისთვის იზრუნებს.
„ჩვენ, ახლავე უნდა დავიწყოთ რეგიონების განვითარება. ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ. უნდა ჩამოვიდე რეგიონებში, უნდა ვიყო რეგიონებში. არ ვაპირებ, რომ სასახლეში მჯდომი პრეზიდენტი ვიყო. ვაპირებ ვიყო თქვენთან და იქ, სადაც საჭირო იქნება. საზღვარგარეთ ყოფნაც აუცილებელია, თუმცა, უფრო მეტად უნდა ვიყო თქვენთან, ზუსტად თქვენთან ერთად უნდა მოვიფიქრო თუ რა და როგორ არის გასაკეთებელი.
თუ, ეს, ასე არ იქნება, ჩემი დაპირებაც ტყუილი გამოვა, რომ მე მივიტანო თქვენი პრობლემები მთავრობასთან და პარლამენტთან, მაგრამ ტყუილები არ მჩვევია. ყველაფერი ეს უნდა იყოს თქვენი გზავნილი და უნდა დაგეხმაროთ, რომ ჩამოვაყალიბოთ მოსაზრებები, მოვნახოთ გზები და რესურსები.
არსებობს დახმარების პროგრამები, მაგრამ ზოგჯერ ინფორმაცია თქვენამდე არ არის მოტანილი და ამაშიც შემიძლია როლი მქონდეს. ამ ყველაფრის ბოლოს გამოჩნდება გზა, ჩვენ ერთად დავდგებით ფეხზე და საქართველო ბევრად უფრო დაბალანსებული ქვეყანა იქნება, როგორიც წარსულში იყო, ეს მისი სიძლიერის რეცეპტი გახლავთ.
ამ ქვეყანას ძლიერი იდეოლოგია ჰქონდა, არათანასწორ ბრძოლაშიც თავისი თავის იმედი ჰქონდა, ჩვენ კი ზოგჯერ ფარ-ხმალს ვყრით და ველოდებით ვინ გვიშველის. ჩვენ თავს ჩვენვე უნდა ვუშველოთ. ჩემს კომპეტენციაში რაც არის გასაკეთებელი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ჩემთან ერთად თქვენც პასუხისმგებლები ხართ, რომ მომავალ თაობას ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანა დავუტოვოთ და ამისთვის უნდა ვიყოთ ერთად საქართველოსთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა კასპში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი