

„ქართული ოცნებისთვის“, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება და ისეთი განვითარების საფუძვლის შექმნა, რომელიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში წაგვიყვანს წინ, გაგყვება თან, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა მცხეთაში მოსახლეობასთან შეხვედრისას, – სწორედ ამის გამოა, რომ ჩვენ უარი ვთქვით ჩვენს პარტიულ ინტერესებზე და დავუჭირეთ მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს.
რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატებს, როდესაც თქვენ გადაავლებთ თვალს იმ საპრეზიდენტო კანდიდატებს, რომლებიც დღეს იყრიან კენჭს პრეზიდენტად, თქვენ ნახავთ, რომ ქალბატონი სალომე უდავო ლიდერია. ქალბატონი სალომე არის ის ადამიანი, გამორჩეული იმ თვისებებით, ღირებულებებითა და ფასეულობებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეესაბამება.
ის არის პირველ რიგში იმ თაობის და იმ ფასეულობების მატარებელი, რომლებმაც ჯერ კიდევ ასი წლის წინ დააფუძნეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და ეს იდეა, ეს ფასეულობები, ღირებულებები წაიღეს საფრანგეთში და გადაარჩინეს“.
„სინათლე მედიის“ ანგარიშზე მორიგი დონაცია, 1000 ლარი, ჩაირიცხა.
დღეს, 22 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის
საქართველოს პროკურატურამ საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი
„საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, პირველი ივნისიდან საგარეუბნო
მარტივდება მსუბუქი ავტომობილისთვის საჭირო B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის